გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ფეხბურთი -ბურთის ტარების ტექნიკის შესწავლა.
|
სწავლების საფეხური
|
6ა კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
სულ:26 მოსწავლე.აქედან
13 ვაჟი.
სსსმ მოსწავლე
ამ კლასში არ მყავს.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ფეხბურთი სპორტის პოპულარული სახეობაა.აქედან გამომდინარე დაინტერესება
სპორტის ამ სახეობის მიმართ უდიდესია.გაკვეთილებზე შესწავლილი მოძრაობითი ელემენტები
გამოსადეგია ყოფით ცხოვრებაში.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ა) გამძლეობისა და სხვა ფიზიკური
თვისებების განვითარება;
ბ) ფეხბურთში ბურთის ტარების
ტექნიკის შესწავლა;
|
წინასწარი ცოდნა
|
იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ბურთის ტარება ისწავლონ, უნდა შეეძლოთ
ბურთის ფლობა ადგილზე (მიღება, გაჩერება
და მიწოდება.)
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
- მოსწავლეთა წარმატებებს ვადგენ
მასზე დაკვირვებით, თუ როგორ იღებს ბურთს, როგორ აწვდის და ა.შ
- ამ შემთხვევაში გამოვიყენებ
განმავითარებელ და ინდივიდუალურ შეფასებას.
- შეფასების კრიტერიუმი:
1) ბურთთან შეხება:
2) ფეხის ტერფიდან ბურთის
დაშორების მანძილი:
დადებითია
იმ შემთხვევაში თუ:
ა) ბურთი ტარების დროს ახლოა ფეხის ტერფთან:
ბ) ბურთთან შეხება თუ ხდება
თანმიმდევრულად ტერფის შიდა და გარე ნაწილით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
1) პირად მაგალითზე ვაჩვენებ და განვუმარტავ აღნიშნულ
მასალას.
2)ვიყენებ თვალსაჩინოების მეთოდს: კინო, ვიდეომასალა
და სლაიდშოუ.
ბურთები,დგარები,ალმები.სასტვენი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
მოსამზადებელი ნაწილი: (
10 წთ )
მოწყობა, მისალმება, გაკვეთილის ამოცანების გაცნობა.
ა) სირბილი მოედნის ირგვლივ
ბ) ქვედა კიდურების გაწელვითი ვარჯიშები;
გ) წახტომები ტყუპი ფეხით და ფეხების შენაცვლებით.
ძირითადი ნაწილი : ( 30 წთ
)
ა) ბურთის გადაცემა, გაგორება და გაჩერება ფეხით: გავიმეოროთ წინა გაკვეთილებზე ნასწავლი ილეთები. კლასი გავყოთ
რამდენიმე ჯგუფად და ვამუშაოთ ერთდროულად ბურთზე. მოსწავლეებს დავეხმაროთ ინდივიდუალურად.
გოგონებმა ითამაშონ მინი- ფეხბურთი. ჩავატაროთ მატჩი მინი-ფეხბურთში გოგონებს შორის,
შემდეგ ბიჭებს შორის და გოგონებსა და ბიჭებს შორის და გამოვავლინოთ გამარჯვებულები.
დასკვნითი ნაწილი: ( 5 წთ )
მოწყობა, სუნთქვითი ვარჯიშები, გაკვეთილის შეჯამება, მოსწავლეების შექება-წახალისება,
დამშვიდობება.
|