Wednesday, 4 May 2016

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  მთავარი თემა

  ფეხბურთი -ბურთის ტარების ტექნიკის შესწავლა.
სწავლების საფეხური
6ა  კლასი

მოსწავლეთა პროფილი
სულ:26 მოსწავლე.აქედან 13 ვაჟი.
სსსმ მოსწავლე ამ კლასში არ მყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ფეხბურთი სპორტის პოპულარული სახეობაა.აქედან გამომდინარე დაინტერესება სპორტის ამ სახეობის მიმართ უდიდესია.გაკვეთილებზე შესწავლილი მოძრაობითი ელემენტები გამოსადეგია ყოფით ცხოვრებაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ა) გამძლეობისა და სხვა ფიზიკური თვისებების განვითარება;
ბ) ფეხბურთში ბურთის ტარების ტექნიკის შესწავლა;


წინასწარი ცოდნა

იმისათვის, რომ  მოსწავლეებმა ბურთის ტარება ისწავლონ, უნდა შეეძლოთ ბურთის  ფლობა ადგილზე (მიღება, გაჩერება და მიწოდება.)
შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეთა წარმატებებს ვადგენ მასზე დაკვირვებით, თუ როგორ იღებს ბურთს, როგორ აწვდის და ა.შ
- ამ შემთხვევაში გამოვიყენებ განმავითარებელ და ინდივიდუალურ შეფასებას.
- შეფასების კრიტერიუმი:
1) ბურთთან შეხება:
2) ფეხის ტერფიდან ბურთის დაშორების მანძილი:
     დადებითია იმ შემთხვევაში თუ:
ა) ბურთი ტარების დროს  ახლოა ფეხის ტერფთან:
ბ) ბურთთან შეხება თუ ხდება თანმიმდევრულად ტერფის შიდა და გარე ნაწილით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

  1) პირად მაგალითზე ვაჩვენებ და განვუმარტავ აღნიშნულ მასალას.
  2)ვიყენებ თვალსაჩინოების მეთოდს: კინო, ვიდეომასალა და სლაიდშოუ.
  ბურთები,დგარები,ალმები.სასტვენი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
მოსამზადებელი ნაწილი: ( 10 წთ )
მოწყობა, მისალმება, გაკვეთილის ამოცანების გაცნობა.
 ა) სირბილი მოედნის ირგვლივ
ბ) ქვედა კიდურების გაწელვითი ვარჯიშები;
გ) წახტომები ტყუპი ფეხით და ფეხების შენაცვლებით.
ძირითადი ნაწილი : ( 30 წთ )
ა) ბურთის გადაცემა, გაგორება და გაჩერება ფეხით: გავიმეოროთ წინა  გაკვეთილებზე ნასწავლი ილეთები. კლასი გავყოთ რამდენიმე ჯგუფად და ვამუშაოთ ერთდროულად ბურთზე. მოსწავლეებს დავეხმაროთ ინდივიდუალურად. გოგონებმა ითამაშონ მინი- ფეხბურთი. ჩავატაროთ მატჩი მინი-ფეხბურთში გოგონებს შორის, შემდეგ ბიჭებს შორის და გოგონებსა და ბიჭებს შორის და გამოვავლინოთ გამარჯვებულები.
 დასკვნითი ნაწილი: ( 5 წთ )
მოწყობა, სუნთქვითი ვარჯიშები, გაკვეთილის შეჯამება, მოსწავლეების შექება-წახალისება, დამშვიდობება.